რუბრიკა „ფრაგმენტები“

18 იან 2026

ოსმან ჩალიშქან - მჟავანაძე ახლა უკვე ოფიციალურად, მხოლოდ ერთი, ქართული გვარით - მჟავანაძე. დღეს მოგიყვებათ რა გზა გაიარა წინაპრების გვარის აღსადგენად და რატომ გადაწყვიტა მისი ოფიციალურად მიღება.
დაიბადა თურქეთის რესპუბლიკაში. როგორც ამბობს, მის აღზრდაში განსაკუთრებული როლი ბებია-ბაბუას მიუძღოდა, ადამიანებს, რომლებმაც სამშობლო რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ დატოვეს, მაგრამ არ დაკარგეს ეროვნული იდენტობა .
ოსმანიც ქართულ ღირებულებებზე გაზარდეს და ასწავლეს, რომ იყო ჩვენებური ანუ უცხო მიწაზე, სხვა ადამიანებთან საერთო ტრადიციებით, ენითა და გენით გაერთიანებული. მეტს მოგიყვებით მთავარის 20:00 საათიანი გამოშვების დასასრულს რუბრიკაში “ფრაგმენტები”.