ევროკავშირის ქვეყნების ელჩების სხდომა

18 იან 2026

რამდენიმე საათში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ბრიუსელში შეიკრიბებიან. დიპლომატები დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით წაყენებულ ულტიმატუმსა და სანქციებზე რიგგარეშე სხდომის ფორმატში იმსჯელებენ.  
მანამდე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელიც დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ფინეთისთვის 10%-იან ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს, უკვე მოჰყვა გამოხმაურებები.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ტარიფების დაწესება მხოლოდ მთლიანად ევროკავშირისთვისაა შესაძლებელი.  
დონალდ ტრამპის მიერ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას შანტაჟი უწოდა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იტალიის პრემიერი აღნიშნავს, რომ შეცდომაა აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს წვლილი შეიტანონ გრენლანდიის უსაფრთხოებაში.