ნატოს წევრი 8 ქვეყნის განცხადება

18 იან 2026

ნატო-ს წევრმა 8 ქვეყანამ, ერთობლივი განცხადება გაავრცელა, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფების დაწესებით დაემუქრა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების განცხადებით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ძირს უთხრის ალიანსის ურთიერთობებს.
განცხადების ავტორები არიან დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნები მზად არიან ჩაერთონ დიალოგში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებსაც მტკიცედ უჭერენ მხარს.