ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

19 იან 2026

დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელსაც თბილისში დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის დროს  განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო  პატიმრობა ემუქრება.