19 იან 2026
რა გეგმა აქვს და როგორ ხედავენ ოპოზიციაში გაერთიანების გზებს? „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ახალ ხედვებსა და თამაშის წესებზე შესათანხმებლად სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში საუბარი მიმდინარეობს.
ამბობს, რომ პროცესი არ გაიწელება, თუმცა ჯაფარიძე მთავარ გამოწვევად ნდობას ასახელებს. მისივე თქმით რაღაცები გატეხილია და გამთლიანებას დრო დასჭირდება. ჯაფარიძის განცხადებითვე მომდევნო ორ კვირაში პროცესში ჩაერთვებიან გიორგი ვასაძე და ნიკა გვარამია, რომლებიც ამ დროისთვის საპატიმროში არიან.
ზურა ჯაფარიძის ამ განცხადებას აფასებენ ოპონენტები.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა უხსნას, რატომ იმსახურებენ პოლიტიკურ სარბიელზე ყოფნას, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, კი აცხადებს რომ ოპოზიციაში ე.წ. გაერთიანებების თავადაც აღარ სჯერათ.