პატიმრების შეწყალება - პოლიტიკური შეფასებები

20 იან 2026

რატომ გამოსცა შეწყალების აქტი მიხეილ ყაველაშვილმა გვიან ღამით? საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და შეუძლია ნებისმიერ დროს ისარგებლოს.

რაც შეეხება საპატიმროებთან აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრების ყოფნას, ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით მოლოდინები ხელოვნურად არის შექმნილი.