20 იან 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილის, ნინა სანდერისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებულები არიან ასევე პოლიტიკოსებიც. ე. წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე. ისინი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.