ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში

20 იან 2026

შვედეთში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ე ჯგუფის მატჩზე  საქართველოს ნაკრები ხუთგზის ევროპის ჩემპიონს, შვედეთს, დაუპირისპირდა.

შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 38:29 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი  გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა.

მიმდინარე  ჩემპიონატის პირველ მატჩი ქართველმა ხელბურთელებმა ხორვატებთან ანგარიშით 29:32 დათმეს.

ეროვნული ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს 21 იანვარს ნიდერლანდებთან გამართავს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს.

კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ხელბურთელებმა პირველად 2024 წელს გერმანიაში ითამაშეს.