გზების გაწმენდითი სამუშაოები მაღალმთიან აჭარაში

20 იან 2026

გზების გაწმენდითი სამუშაოები აჭარის მაღალმთიან სოფლებში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცით, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი ყველა გზა გაწმენდილია. 

გრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები.

უწყება მძღოლებს მოუწოდებს, მაღალი ზონის სოფლებში მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.