20 იან 2026
ქობულეთში სტიქიის შედეგების აღწერის პროცესი დასრულდა. რომლის მიხედვითაც დაზიანდა 50 საცხოვრებელი, კერძო, თუ საჯარო ობიექტი. ქობულეთის მერის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ზარალის დათვლის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა აღწერა დასრულებულია.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, სარეზერვო ფონდიდან 100-ათას ლარზე მეტია გამოყოფილი, რომელიც სადგურის ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.
ამ დროისთვის შპს "მარდი" ახორციელებს სახურავის გადახურვის და აღდგენის პროცესს.
რაც შეეხება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და დაზიანებულ სანაპირო ზოლს, აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.