პრეზიდენტმა 159 პირი შეიწყალა - პოლიტიკური შეფასებები

20 იან 2026

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს, მათი დიდი ნაწილი სასჯელს გლდანის, ქსნისა და ქუთაისის საპატიმროებში იხდიდა. 159 მსჯავრდებული პირი საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. გადაწყვეტილების საფუძვლად ჰუმანიზმის პრინციპი და სახელმწიფო ინტერესი დასახელდა.

რატომ გამოსცა შეწყალების აქტი მიხეილ ყაველაშვილმა გვიან ღამით? საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და შეუძლია ნებისმიერ დროს ისარგებლოს. რაც შეეხება საპატიმროებთან აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრების ყოფნას, ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ რომ შეწყალებასთან დაკავშირებით მოლოდინები ხელოვნურად არის შექმნილი.

აქციებზე დაკავებულების შეწყალების მოლოდინი არ ჰქონდათ ოპოზიციურ პარტიებში.