აქციებზე დაკავებულების საქმე - განხილვა სააპელაციო სასამართლოში

20 იან 2026

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 7 მსჯავრდებულის მიიყვანეს, სადაც მათი სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრალდებულებმა გურამ მირცხულავამ და სერგეი კუხარჩუკიმ სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. სხდომას მოსამართლე თეა ლეონიძე უძღვება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს გასაჩივრებული აქვს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.