21 იან 2026
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობი მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
განახლებული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა. თუმცა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების მიუხედავად ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ფარავნის უღელტეხილზე, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის პაქსაძეების ხიდი-უტყისუბნის მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე.
მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.