21 იან 2026
სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ მუშაობა დაიწყო. შეხვედრები დაიგეგმა სურსათის მწარმოებლებთანაც.
პარალელურად საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას პარლამენტშიც.
ცნობილია, რომ კომისიაში ჩართვას გეგმავს პარტია გახარია საქართველოსთვის. წინასწარი მონაცემებით სამთავრობო და საპარლამენტო კომისიები სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე იმუშავებს.
გამოქვეყნდება დასკვნა, რომლის მიხედვითაც ფასების რეგულირების პრობლემა უნდა მოგვარდეს.