21 იან 2026
ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცახდებენ სურსათის ფასებზე იმსჯელებენ.
კომისია სურსათისა და მედიკამენტების ფასების გარდა, საწვავზე ფასების რეგულირების საკითხზეც იმუშავებს. ცნობილია, რომ საპარლამენტო კომისიაში ჩართვას გეგმავს პარტია გახარია საქართველოსთვის.
წინასწარი მონაცემებით, სამთავრობო და საპარლამენტო კომისიები სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე იმუშავებს.
გამოქვეყნდება დასკვნა, რომლის მიხედვითაც ფასების რეგულირების პრობლემა უნდა მოგვარდეს.