91 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი ჯორჯო არმანი გარდაიცვალა

04 სექ 2025

91 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი ჯორჯო არმანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

ჯორჯო არმანი კომპანია „არმანის“ დამფუძნებელი და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.

ჯორჯო არმანი იყო იტალიელი დიზაინერი და მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა სტილი და ელეგანტურობის გაგება.