აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

04 სექ 2025

რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით, 2 სექტემბერს დაკავებული მომიტინგეების ნაწილი 48 - საათიანი ადმინისტრაციული დაკავების ვადის ამოწურვის გამო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, თამარ ლორთქიფანიძეს, ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს და 5000-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა.

პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. ცნობისთვის, 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით 23 პირი დააკავეს.