22 იან 2026
ბათუმში, ბაგრატიონის №113-ში დაუსრულებელ, მშენებარე კორპუსში არსებული ბინების მესაკუთრეები აქციას მართავენ. ამ წუთებში, მათგან რამდენიმე მერიის შენობაში იმყოფება, სადაც აქციის მონაწილეების მოთხოვნებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მერიისგან დახმარებას ითხოვენ. აქციაზე იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომლის თქმითაც, პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქში მიმდინარე სამშენებლო პროცესებზე თავიდანვე საჭირო იყო უფრო მკაცრი კონტროლი. იგი მერიას და ხელისუფლებას დაზარალებული მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდებს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მშენებარე კომპანიამ მათ საკუთრებაში არსებული ბინები რამდენჯერმე სხვა პირზე გაასხვისა.