22 იან 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
ხაზი გაესვა არსებული საერთაშორისო დღის წესრიგის გათვალისწინებით, ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაძლიერების აუცილებლობას.
ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას.
მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.