საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში თურქეთთან დამარცხდა

05 სექ 2025

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში თურქეთთან დამარცხდა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წაგებით დაიწყო – ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა თურქეთს უმასპინძლა და ორი ლიდერის კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძეს არყოფნაში 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.  მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისში 7 სექტემბერს გამართავს, „ჯვაროსნების“ მეტოქე ბულგარეთი იქნება – შეხვედრა „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე დაიწყება. 

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ესპანეთმა სტუმრად ბულგარეთი 3:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.