22 იან 2026
ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა - ინფორმაციას მისი ადმინისტრაცია ავრცელებს.
დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი სიტყვით გამოვა.
ოთხშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში ზელენსკის შეხვდება და დასძინა, რომ მისი აზრით, ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ახლა იმ ეტაპზე არიან, როდესაც მათ შეუძლიათ ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ის პუტინთან ურთიერთობს, რომელსაც, მისი თქმით, თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულების შესახებ შეთანხმების დადება სურს და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ზელენსკიც მზად არის შეთანხმების მისაღწევად.