22 იან 2026
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ხუთშაბათს საღამოს მოსკოვში ჩავლენ პუტინთან შესახვედრად - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა. მისივე თქმით, საუბრის მთავარი თემა „უკრაინული კონფლიქტის მოგვარება“ იქნება.
კრემლში მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვიც. უიტკოფმა სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე კომენტარი გააკეთა დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.
მისი თქმით, მან დავოსში უკრაინულ გუნდთან ერთად უკრაინის სამომავლო ეკონომიკური პერსპექტივებიც განიხილა.