22 იან 2026
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან.
„სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვინტერესდებით, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს“, – აცხადებენ სუს-ში.
ცნობისთვის, „რითეილ ასოციაციამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ, დადგენილი წესისა და განჩინების საფუძველზე, წევრი კომპანიებიდან გამოითხოვა ხელშეკრულებები, საბუღალტრო დოკუმენტები და ინვოისები.