საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვისა და გარე ვაჭრობის ფაქტზე მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს აგრძელებს

22 იან 2026

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვისა და გარე ვაჭრობის ფაქტზე მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს აგრძელებს. მათივე ცნობით, უნებართვო კომერციული საქმიანობისთვის, მოვაჭრეები ამჯერად ინასარიძის ქუჩის მიმდებარედ გააფრთხილა და პროდუქციის ტერიტორიიდან გატანა დაავალა. გაფრთხილების შემდეგ მოვაჭრების ნაწილმა გასაყიდად გამოტანილი ნივთები მალევე აალაგა.

"საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს, ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

ტროტუარზე პროდუქციის უკანონო რეალიზაცია, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.

მუნიციპალური ინსპექციის, ადმინისტრაციული ზედამხედველობის ოპერატიული რეაგირების ჯგუფები, გარე ვაჭრობაზე მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებენ"- განმარტავენ უწყებაში.