22 იან 2026
თემურ წიკლაურის დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე, ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ ლეგენდარული ქართველი მომღერლის არქივი გააცოცხლა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტო- და ვიდეომასალა, რომელმაც მაყურებელს საშუალება მისცა, თემურ წიკლაური არა მხოლოდ სცენაზე, არამედ მის მიღმაც გაეცნო.
საღამოს ესწრებოდნენ მომღერლის მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებმაც გაიხსენეს არტისტის ცხოვრების უცნობი დეტალები.