ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე 10 ჯუდოკაში წარსდგებიან

23 იან 2026

2026 წელს ძიუდოში პირველი გრანდ სლემი პარიზში გაიმართება. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი საფრანგეთის დედაქალაქში 7-8 თებერვალს ჩატარდება.

დღევანდელი დღის მონაცემებით, გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების 10 წევრია დარეგისტრირებული. 

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი და თორნიკე გიგაური იჭიდავებენ, 73-ში ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერავილი. ორი მონაწილე გვეყოლება 81 კილოგრამში - კოტე კაპანაძე და ზაურ დვალაშვილი. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ლუკა მაისურაძე.

 100 კილოგრამში ნიკა ხარაზიშვილი იჭიდავებს. ხოლო მძიმე წონაში საქართველოს ღირსებას ირაკლი დემეტრაშვილი და საბა ინანეიშვილი დაიცავენ.