გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თანაბმბარდირია

23 იან 2026

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თანაბომბარდირი გახდა. კონტინენტის პირველობაზე ცხოვრებაძემ სამ თამაშში 29 გოლი გაიტანა.

ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა პორტუგალიელ ფრანსისკო კოშტას. ქართველმა ხელბურთელმა პირველ ტურში ხორვატიის ნაკრებს 7 გოლი გაუტანა, ხოლო შვედეთისა და ნიდერლანდების კარში 11-11 გოლის გატანა შეძლო. 

შვედეთთან ცხოვრებაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და სპეციალური პრიზიც გადასცეს. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა კონტინენტის პირველობაზე ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა.