23 იან 2026
ევროპა ლიგის მეშვიდე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ როტერდამში „ფეიენოორდთან“ 0:3 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.
ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიზი მამაგეიშვილს არ უთამაშია, რადგან ის გუნდს ცოტა ხნის წინ შეურთდა და ევროტურნირების განაცხადში მისი შეყვანის უფლება ავსტრიელებს პლეი-ოფებამდე არ აქვთ. გრაცელები კი მიმდინარე სეზონში პლეი-ოფში ვერ ითამაშებენ.
კიტეიშვილს ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში ექვს მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 25 შეხვედრაში 11 გოლით და 2 საგოლე პასია.
„შტურმი“ 4 ქულით მხოლოდ 31-ე ადგილზეა და ბოლო ტურში 29 იანავრს ნორვეგიულ „ბრანს“ უმასპინძლებს.