23 იან 2026
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ბოლო მატჩი საფრანგეთთან ჩაატარა და 13:16 დამარცხდა, რითიც საბოლოოდ კონტინენტის პირველობაზე მეათე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესოები საბა ტყეშელაშვილი და ნიკა შუშიაშვილი იყვნენ 3-3 გოლით, ორი გოლი გიორგი მაგრაქველიძის ანგარიშზეა, ხოლო თითოჯერ რევაზ იმნაიშვილმა, სანდრო ადეიშვილმა, ველიკო ტანკოშიჩმა, ვალიკო დადვანმა და სტეფან პიეშივაჩმა გაიტანეს.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე, სადაც 16 ნაკრები თამაშობდა, მე-10 ადგილი დაიკავა. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2014 წელს ითამაშა, ეს კი, მისთვის ზედიზედ მეშვიდე ევროპის ჩემპიონატი გახლდათ.
საუკეთესო შედეგი 2022 წელს მერვე ადგილი იყო. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური საუკეთესო რვა გუნდს ხვდა წილად.