რომაული ფესტივალი

05 სექ 2025

საუკუნეების წინანდელი ისტორია გაცოცხლდება ხვალ გონიო-აფსაროსის ციხეზე, სადაც ,,რომაული ფესტივალი" გაიმართება.  

სტუმრებს რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ელემენტების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ. გაიმართება სპორტული შეჯიბრება მშვილდოსნობასა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; გლადიატორთა ორთაბრძოლა, რომაული ცეკვები, ბაზიერებისა ცეცხლოვანი შოუები.  

,,რომაული ფესტივალის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ანტიკური თეატრალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლის ,,კლეოპატრასა და ანტონიუსის სიყვარულის ისტორიის’’ წარმოდგენა.   

სტუმრებისთვის კერამიკისა და ხის მასტერკლასები ჩატარდება, დააგემოვნებენ რომაული კერძებს.

ფესტივალი, რომელზეც დასწრება თავისუფალია, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.