ახალ ზელანდიაში მეწყრის შედეგად 6 ადამიანი დაკარგულად ითვლება

23 იან 2026

6 ადამიანი დაკარგულად ითვლება ახალ ზელანდიაში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები ნანგრევებში ამ დრომდე მიმდინარეობს.  

ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

დაზარალებულ რაიონში უკვე მივიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მომხდარს ტრაგედია უწოდა.