23 იან 2026
გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები რუსეთისა და ჩინეთის შეკავებაზე იქნება ორიენტირებული, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს.
მარკ რუტეს თქმით, დავოსში გამართულ შევხედრაზე აშშ-ის პრეზიდენტთან განიხილეს თუ როგორ უნდა დაიცვას ტრანსატლანტიკურმა ალიანსტმა არქტიკა, რუსეთისა და ჩინეთისგან.
ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია უზრუნველყონ რომ ჩინეთმა და რუსეთმა არ მიიღონ წვდომა გრენლანდიის ეკონომიკაზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გრენლანდიის წინააღმდეგ გადაჭარბებულ ძალას არ გამოიყენებს.