23 იან 2026
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ზამთრის სიცივის ფონზე რუსეთი უკრაინაზე საზარელ თავდასხმებს აორმაგებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს და მიმდინარე კვირაში უკრაინას 447 საგანგებო გენერატორი გადაეცემა, რომელთა ღირებულება 3.7 მილიონი ევროა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ასპექტებთან დაკავშირებით მუშაობა კარგად მიმდინარეობს.
ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით პარიზის შეხვედრამ კარგი პროგრესი მოიტანა და ახლა რუსეთის პასუხს ელოდებიან.