23 იან 2026
ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ, პირველადი კვლევის თანახმად, საქართველოში ფასნამატი საშუალოდ 86%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კომისიის მიზანია, შესაბამის მხარეებთან მსჯელობის შედეგად დაადგინოს, როგორ მუშაობს ფასის დადგენის ჯაჭვი, სად არის სივრცე ფასების შემცირებისთვის.