24 იან 2026
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მიტანილ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. კიევში საჰაერო შეტევის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის დედაქალაქზე რუსეთმა თავდასხმისთვის დრონები და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. უწყების ცნობით. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვშიც, სადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაშავდა. ხარკოვის მერის განცხადებით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.