აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

24 იან 2026

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. სოციალურ პლატფორმაზე გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი მადლობას უხდის აზერბაიჯანის პრეზიდენტს და სომხეთის პრემიერ-მინისტრის გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების პირობების დაცვისთვის. ტრამპის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს თებერვალში ეწვევა, რათა სამშვიდობო ძალისხმევისა და „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ განვითარებას ხელი შეუწყოს.