"ტექნოლოგიური კვირეული 2025" დასრულდა

06 სექ 2025

აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი "ტექნოლოგიური კვირეული 2025" დასრულდა.  ტექნოლოგიური კვირეულის ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები გაეცნენ თანამედროვე ინოვაციებს, გაიღრმავეს ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით და მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში.