24 იან 2026
ირანში აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმას სრულმასშტაბიან ომად ჩათვლიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის მიერ ავიამზიდების ახლო აღმოსავლეთში გაგზავნას გამოეხმაურა ირანელი ოფიციალური პირი, რომელიც იმედოვნებს რომ ეს ქმედება რეალური კონფრონტაციისთვის არ არის გამიზნული. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ირანის არმია ყველაზე უარესი სცენარისთვის მზად არის.