ოპოზიციის გეგმა

24 იან 2026

რვა პარტია და ერთი დოკუმენტი - ოპოზიცია თანხმობის დოკუმენტზე მუშაობას განაგრძობს, რომელმაც სხვადასხვა პარტია ერთი გეგმის გარშემო უნდა გააერთიანოს. მიზანი მთავარი ალტერნატიული ძალის შექმნაა.
აღნიშნული რვა პარტიის წარმომადგენლები ერთობის ახალ მცდელობას ოპტიმისტურად უყურებენ და ამბობენ, რომ ბრძოლის მთავარ სტრატეგიაზე შეთანხმებას მოახერხებენ.
განსხვავებულად ფიქრობენ გახარიას გუნდში. ყოფილი პრემიერის პარტიაში მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ორი პოლიტიკური პოლუსი სწორედ ოცნების სურვილია. „ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის გაერთიანებაზე მსჯელობა ისევ უშედეგო იქნება.