მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს

25 იან 2026

მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ქალაქის  პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრების ფონზე ეს უკვე მეორე მკვლელობაა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი, რომელიც მათ პისტოლეტით უახლოვდებოდა.
აღნიშნულს გამოეხმაურა დონალდ ტრამპი, რომელიც ბრალეულობას ქალაქის მერს და მინესოტის გუბერნატორს აკისრებს და მათ „აჯანყების წაქეზებაში“ ადანაშაულებს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გავრცელებულ კადრებში ჩანს მსროლელის იარაღი, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს კი დაცვის უფლება არ მიეცათ. ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს საშუალება არ ეძლევათ, თავიანთი საქმე აკეთონ.