25 იან 2026
აბუ დაბიში უკრაინასა და რუსეთს შორის არა მხოლოდ სამმხრივი არამედ, ორმხრივი მოლაპარაკებებიც გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „აქსიოსი“ ავრცელებს. ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, შაბათს ამერიკელმა შუამავლებმა ერთობლივი შეხვედრები გამართეს რუს და უკრაინელ მომლაპარაკებლებთან, ხოლო რუსული და უკრაინული მხარეები ასევე შეხვდნენ პირდაპირ, ამერიკელების დასწრების გარეშე. წყაროები აღნიშნავენ, რომ ორდღიანი მოლაპარაკებების დროს ყველა საკითხი განიხილეს - რუსეთის ტერიტორიული მოთხოვნები დონბასში, დავა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით და დეესკალაციის ნაბიჯები.