25 იან 2026
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ორი ადამიანი. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს . არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ მკვლელობა წარსულში მომხდარ უთანხმოებას უკავშირდება და მოტივი შურისძიება იყო.