სამომხმარებლო ფასების რეგულირება

25 იან 2026

დღის წესრიგშია პრემიერის ინიციატივა, რომელიც პროდუქტებზე ფასების შემცირებას გულისხმობს - მომავალ კვირას, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, პრემიერი მეწარმეებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდება.
სურსათის გარდა, კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს.

ირაკლი კობახიძე სხვადასხვა უწყების პირველ პირებთან ერთად, უკვე შეხვდა მსხვილი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს. 

პარალელურად, ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს.