25 იან 2026
თურქულ შეკრებაზე მყოფი ‘’დინამო ბათუმი’’ პირველ ამხანაგურ შეხვედრას დღეს ბოსნიურ „სლოგა დობოისთან“, გამართავს, შეხვედრა 16:30 წუთზე დაიწყება. ცნობისთვის, დინამო ბათუმი შეკრებას 2 ეტაპად გაივლის, ჯამში გუნდი 7 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
შეკრების პირველი ნაწილი 3 თებერვლამდე გაგრძელდება, მცირე შესვენების შემდეგ, 7 თებერვალს, კლუბი შეკრების მეორე ნაწილს დაიწყებს. ’’დინამო ბათუმისა’’ და „სლოგა დობოის“, შეხვედრის პირდაპირ ტრანსილაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.