25 იან 2026
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ‘’დინამო ბათუმმა’’ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა, სადაც ბოსნიურ „სლოგა დობოისთან “ ანგარიშით 0-3 დამარცხდა. ცნობისთვის, დინამო ბათუმი შეკრებას 2 ეტაპად გაივლის, ჯამში გუნდი კიდევ 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. შეკრების პირველი ნაწილი 3 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც, მცირე შესვენების შემდეგ, 7 თებერვალს, კლუბი შეკრების მეორე ნაწილს დაიწყებს.