26 იან 2026
15 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაკარგულად ითვლება ფილიპინების სანაპიროსთან მომხდარი საზღვაო კატასტროფის შედეგად. შემთხვევის რაიონში ფილიპინების სანაპირო დაცვა აგრძელებს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. მას შემდეგ, რაც მაშველებმა 300-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლეს სამგზავრო გემი ჩაიძირა.
ავარია დღეს დილის მოხდა. სამგზავრო გემი, ემ-ვი ტრიშა კერსტინი- 3, ზამბოანგიდან გასვლის შემდეგ სულუს პროვინციისკენ მიემართებოდა. გემზე 332 მგზავრი და ეკიპაჟის 27 წევრი იმყოფებოდა.
სანაპირო დაცვის ხელმძღვანელის განცხადებით, 28 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და ავარიის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სამხედრო თვითმფრინავები და გემები.