აშშ-ში ზამთრის შტორმმა 11 ადამიანი იმსხვერპლა

26 იან 2026

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმის გამო, რომელმაც ძლიერი თოვლი და ყინვები გამოიწვია, 24 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  სტიქიამ უკვე 11 ადამიანი იმსხვერპლა.

მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

10 ათასზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, ხოლო კიდევ 930 რეისი გადაიდო. ენერგოკრიზისია ტენესის, მისისიპის, ლუიზიანას და ტეხასის სამხრეთ შტატებში.  

სინოპტიკოსები თოვლსა და ქარბუქს მომავალ კვირამდე პროგნოზირებენ.