26 იან 2026
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა ხელმოწერისთვის.
ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმების რატიფიცირება აშშ-ის კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უნდა მოხდეს.
ზელენსკის განმარტებით, უსაფრთხოების გარანტიების ევროპული ნაწილი უნდა მოიცავდეს „მსურველთა კოალიციის“ მუშაობის შედეგებს და ევროკავშირში გაწევრიანების თარიღს.
მისივე განცხადებით 2027 წელს უკრაინა მზად იქნება გაწევრიანებისთვის.