​საბაჟოს საერთაშორისო დღე

26 იან 2026

26 იანვარი საბაჟოს საერთაშორისო დღეა.  მებაჟეებს პროფესიული დღე პრემიერმა მიულოცა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს ხელისუფლების პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება და  აღინიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად.

პრემიერის განცხადებითვე საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის.

ღონისძიების ბოლოს სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ მებაჟე-ოფიცრები.