ფასების რეგულირების საკითხი

26 იან 2026

სასურსათო პროდუქტების გასაიაფებლად სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრები გრძელდება.

ამ წუთებში კომისიის წევრები მწარმოებლებსა და  ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან. მსგავს ფორმატში უკვე იმსჯელეს ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და დისტრიბუტორებთან.

პარალელურად  პროცესში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურები.